სიონი -:- ვიტ ჯორჯიას დავით ხარიტონაშვილი განსჯის

07 აპრილი 2017
9 აპრილს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გასამართ სიონი -:- ვიტ ჯორჯიას დავით ხარიტონაშვილის განხსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. გაბისონია და ი. მაჩიტიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. კიკორია შეასრულებს.

დავით ხარიტონაშვილმა ვიტ ჯორჯიას მონაწილეობით უკანასკნელად მიმდინარე წლის 15 მარტს იმსაჯა. მან მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიასა და სამტრედიას შორის გამართულ მატჩში მონაწილე ორი ფეხურთელი გააფრთხილა. ყვითელი ბარათები გიული მანჯგალაძემ და გიორგი დათუნაიშვილმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო აღნიშნულ დაპირისპირებას ბოლნისელთა რიგებიდან ჯაბა უგულავა გამოტოვებს, ვეტერინარები კი რევაზ ჩიტიშვილს მოისაკლისებენ.
 
უკან დაბრუნება