ჭაბუკთა ლიგა. ვიტ ჯორჯიელებმა სფფ-ს აკადემიის გუნდები დაამარცხეს

07 აპრილი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიას ჭაბუკთა გუნდებმა მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს. ვიტ ჯორჯიელებმა სფფ-ს აკადემიის თანატოლებს უმაპინძლეს და ორივე შემთხვევაში გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

ვიტ ჯორჯიას 15-წლამდელთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზაზა დიდებაშვილი გახლავთ, მეტოქეს გეგა ბექაურის გოლის წყალობით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა მეორე ტაიმში სრული უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა მეტოქის კარში გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.
 
U-15 ლიგა
ვიტ ჯორჯია 1:0 სფფ აკადემია
გოლი: ბექაური

ვიტ ჯორჯია: გიორგაძე, კარანაძე (ცხვარიაშვილი 36’), ბეროზაშვილი, გუზიტაშვილი, გელაშვილი, მირზაშვილი, მახათაძე, ბექაური, ყენია, ვეშაპიძე (გოგიტიძე 53’), მაისურაძე (ჯავახია 50’)

სფფ აკადემია: ვიბლიანი, ჯახია, ფერცულიანი, ჩუბინიძე (ონიანი 36’), თაგორაშვილი (შენგელია 61’), მეხტიევი, კოტია, დეისაძე, პაპავა (გოგოხია 58’), ბეჭვაია, ქუნთელია


 
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც გოჩა ერაძე გახლავთ, მეტოქეს გოგა ხულორდავასა და დავით ტყეშელაშვილის მიერ გატანილი გოლებით მოუგო. საგულისხმოა, რომ შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, ჩვენ მოთამაშეებს არაერთი გოლის გატანა მართებდათ, მაგრამ დამასრულებელ ფაზაში მეტოქის კარის აღებას ვეღარ ახერხებდნენ.
 
U-17 ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:0 სფფ აკადემია
გოლები: ხულორდავა, ტყეშელაშვილი

ვიტ ჯორჯია: ჩიტაძე, მაისურაძე, მუშკუდიანი, აბდუშელიშვილი, კოტოიანი, ყურაშვილი, ჩიტაშვილი, თენიეშვილი (მეფარიშვილი 20’) (ვერძეული 77’), წილოსანი (ტყეშელაშვილი 53’), ხელაძე (ბერიძე 41’), ხულორდავა (თაგვიაშვილი 69’)

სფფ აკადემია: კაპანაძე, შალიკაშვილი, ლატარია, ტეფნაძე, ფოცხვერია, ტალახაძე, სიჭინავა (ონიანი 65’), დვალი, ხურცილავა, თავზარაშვილი, თოხაძე
უკან დაბრუნება