ვიტ ჯორჯია VS მეშახტე - ურთიერთშეხვედრების ისტორია

12 აპრილი 2017
13 აპრილს ეროვნული ლიგა ორის VII ტურის მატჩს ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე, ტყიბულის საფეხბურთო კლუბის, მეშახტეს წინააღმდეგ გამართავს. მცხეთა პარკზე გასამართი შეხვედრის წინ, გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.
 
დღემდე ვიტ ჯორჯია და მეშახტე ერთმანეთს ორ ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ჩვენი გზები პირველად 2015 წლის 29 ნოემბერს გადაიკვეთა. ტყიბულში, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონზე, მეშახტესა და ვიტ ჯორჯიას შორის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. ვეტერინართა კარში გოლი გიგა გურეშიძემ გაიტანა, რომელიც ამჟამად ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს. ამავე სეზონში, 2016 წლის 16 მაისს, მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიამ სრულფასოვანი რევანში აიღო, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს - 3:0 სძლია. მეშახტის კარში ორი გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, აქედან ერთი თერთმეტმეტრიანით, ერთი გოლი კი ლუკა თათხაშვილმა გაიტანა.
უკან დაბრუნება