ვიტ ჯორჯია -:- მეშახტეს პაპუნა მაჭარაძე განსჯის

12 აპრილი 2017
13 აპრილს ეროვნული ლიგა ორის VII ტურის მატჩს ვიტ ჯორჯიასა და მეშახტეს შორის პაპუნა მაჭარაძე განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ა. აფციაური და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ი. სიგუა შეასრულებს.
 
პაპუნა მაჭარაძემ უკანასკნელად ჩვენი გუნდის თამაში გასულ წელს იმსაჯა. მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიამ წალენჯიხის სქურს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში შეხვედრის მონაწილეებს მთავარმა არბირტმა, ერთადერთი ყვითელი ბარათი უჩვენა, მან ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან გიგა გურეშიძე გააფრთხილა.
უკან დაბრუნება