U19 ლიგა. გაგრა 0:3 ვიტ ჯორჯია

19 აპრილი 2017
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის VII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიელებმა სტუმრად, საფეხბურთო კლუბ გაგრას თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართეს. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს.

მუხრანის საფეხბურთო სტადიონის სარეზერვო მოედანზე გამართული მატჩი ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე გაგრას კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გიორგი თიგიშვილმა გაისროლა და მცირედით ააცილა მასპინძელთა კარს. დაპირისპირების 18-ე წუთზე ანგარიში გიორგი თაგვაშვილმა გახსნა, ამ უკანასკნელმა საჯარიმო დარტყმით აიღო გაგრელთა კარი - 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულმა გიორგი თაგვაშვილმა დუბლის შესრულება მოახერხა - 2:0.

მეორე ნახევარი კვლავ ვიტ ჯორჯიელთა უპირატესობით დაიწყო. მატჩის 48-ე წუთზე გაგრას კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან გიორგი თიგიშვილმა გაიტანა - 3:0. შეხვედრის 60-ე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან მამია ტაბეშაძემ იხსნა, რომელმაც ლუკა ელიზბარაშვილის ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. ვიტ ჯორჯიელთა კიპერს საქმეში აქტიურად ჩართვა 71-ე წუთზე კიდევ ერთხელ მოუწია, ამჯერად მან ნიკოლოზ ხაჩიძის დარტყმული ბურთი მოიგერია. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
19-წლამდელთა ლიგა
გაგრა 0:3 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 თაგვაშვილი (18’) 0:2 თაგვაშვილი (43’) 0:3 თიგიშვილი (48’)
 
გაგრა: ხომერიკი (კალანდაძე 54’), კოკოშაშვილი, ჯანიაშვილი, ალექსანდრე აბულაძე, პარასკევაშვილი (ივეჩიანი 46’), ელიზბარაშვილი, ბერიძე, ნიკოლოზ აბულაძე (ხაჩიძე 28’), ახვლედიანი, რუხაძე, ბერძენიშვილი

ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, მეტრეველი, მამალაძე, ამაშუკელი, ჯამარაული (სვანიძე 71’), ზარიძე, თაგვაშვილი, თიგიშვილი, ბერძნიშვილი (ბუზარიაშვილი 58’), მუსელიანი (ხულორდავა 46’), ნაჭყებია
უკან დაბრუნება