ვიტ ჯორჯია VS რუსთავი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

19 აპრილი 2017
21 აპრილს, მცხეთა პარკზე, ეროვნული ლიგა ორის VIII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საფეხბურთო კლუბ რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯიასა და რუსთავის გზები სულ ორ ოფიციალურ  შეხვედრაში გადაიკვეთა, ორივე დაპირისპირება პირველი ლიგის 2015/2016 წლების სეზონის გათამაშებაში შედგა. პირველ წრეში ვიტ ჯორჯია გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მეორე წრეში კი, მცხეთა პარკზე, ვეტერინარებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და რუსთავის საფეხბურთო კლუბი დიდი სხვაობით - 3:0 დაამარცხეს. მეტოქის კარში ერთი ბურთი ვანო კურდღელაშვილმა გაიტანა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა, კახა კახაბრიშვილმა კი დუბლი მიითვალა.
უკან დაბრუნება