21 აპრილი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

19 აპრილი 2017
21 აპრილს, ვიტ ჯორჯია მორიგ კალენდარულ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა ორის VIII ტურში, მცხეთა პარკზე, საფეხბურთო კლუბ რუსთავს უმასპინძლებს. მოახლოებული შეხვედრის წინ, გადავხედოთ ვიტ ჯორჯიას ისტორიას.

21 აპრილს ვეტერინარებს ოთხი ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული, საიდანაც ერთი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ორი ფრედ, ერთი კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

2001 წლის 21 აპრილს, უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის V ტურში ვიტ ჯორჯია სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდა. დინამო არენაზე გამართული მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. ჩვენი გუნდის რიგებიდან გატანილი გოლებით თავი ლევან მელქაძემ გამოიჩინა.

2005 წლის 21 აპრილს, უმაღლესი ლიგის XXIX ტურში ვიტ ჯორჯია გასვლით შეხვედრაში დინამო თბილისთან ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

2007 წლის 21 აპრილს, უმაღლესი ლიგის XXI ტურის შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ ბორჯომს უმასპინძლა. დაპირისპირდება ფრედ, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

2012 წლის 21 აპრილს, უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის VIII ტურში ვეტერინარებმა სტუმრად ოზურგეთის მერცხალი ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს. მეტოქის კარში გოლები ჯემალ გოგიაშვილმა და გიორგი კორიფაძემ გაიტანეს.
უკან დაბრუნება