ვიტ ჯორჯია VS ცხინვალი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

18 მაისი 2017
ხვალ, 19 მაისს, ეროვნული ლიგა ორის XIII ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია საფეხბურთო კლუბ ცხინვალს უმასპინძლებს. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე, ვიტ ჯორჯია და ცხინვალი ერთმანეთს 32 ოფიციალურ თამაშში შეხვდნენ. ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის დამარცხება 15 შემთხვევაში მოახერხეს, 6 თამაში საყაიმო ანგარიშით, 11 კი ცხინვალელთა გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება ვეტერინართა სასარგებლოდ 37:29 გახლავთ.
უკან დაბრუნება