ვიტ ჯორჯია VS ცხინვალს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

18 მაისი 2017
ეროვნული ლიგა ორის XIII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია შინ, ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩს, რომელიც 19 მაიის, მცხეთა პარკზე 17:00 საათზე გაიმართება, გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას დ. ახვლედიანი და პ. ბელთაძე გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს თ. ხუბულური შეასრულებს.

ხვალინდელ შეხვედრას ვიტ ჯორჯიელთაგან დისკვალიფიკაციის გამო შოთა დავლაშელიძე და ალეკო ჩაკვეტაძე გამოტოვებენ.
უკან დაბრუნება