ვიტ ჯორჯია VS მერანი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

23 მაისი 2017
24 მაისს, ეროვნული ლიგა ორის XIV ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ მერანს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯია და მერანი ერთმანეთს 17 ოფიციალურ თამაშში დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა მეტოქის დამარცხება 7 თამაშში მოახერხა, 5 შემთხვევაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 5 მატჩი კი მარტვილელმა ფეხბურთელებმა მოიგეს. ბურთების შეფარდება ვეტერინართა სასარგებლოდ 17:15 გახლავთ.

უკან დაბრუნება