მერანი VS ვიტ ჯორჯიას დავით ხარიტონაშვილი განსჯის

23 მაისი 2017
24 მაისს, ეროვნული ლიგა ორის XIV ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ მერანს დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩს დავით ხარიტონაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ი. უკლება და ბ. ჟვანია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ზ. ტუღუში შეასრულებს.

დისკვალიფიკაციის გამო მარტვილელთა რიგებიდან შეხვედრას შოთა ჯიქია გამოტოვებს, ვეტერინარები ამავე მიზეზით გიორგი ჭანკოტაძეს მოისაკლისებენ.

 
უკან დაბრუნება