ეროვნული ლიგა 2. XIII ტური. ვიტ ჯორჯიელები საუკეთესოები არიან

23 მაისი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XIII ტურის სტატისტიკური მონაცემები.

გასულ ტურში InStat Index-ის გათვალისწინებით ვიტ ჯორჯია მეორე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილზე საფეხბურთო კლუბი რუსთავი გახლავთ, გუნდური კოეფიციენტით - 198, მეორე საფეხურზე არიან ვიტ ჯორჯიელები, რომელთა გუნდური მაჩვენებელი 189-ს გაუტოლდა. მესამე საფეხურზე წყალტუბოს სამგურალი იმყოფება - 188.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან, მწვავე გადაცემებია. გასულ ტურში ყველაზე მეტი მწვავე გადაცემა ცხინვალმა შეასრულა 22/11 (50%), მეორე საფეხურზე იმყოფება ლანჩხუთის გურია - 19/8 (42%), ვიტ ჯორჯიელთა გადაცემების სიმწვავეს კი შემდეგი კოეფიციენტი ჰქონდა - 17/7 (41%).

მომდევნო კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიამ გუნდური მეორე პოზიცია დაიკავა დაცვაში მოგებული ორთაბრძოლებია. სამეული კი ასე დაკომპლექტდა: რუსთავი - 100/65 (65%), ვიტ ჯორჯია - 66/39 (59%), ცხინვალი - 68/40 (59%).

გურამ გურეშიძე სამ მოთამაშეს შორის მოხვდა, რომელთაც გასულ ტურში ყველაზე მაღალი InStat Index დაუგროვდა. პირველზე ზუგდიდის ფეხბურთელი - გიორგი ბულია არის (297), მეორე საფეხურზეა რუსთავის ფეხბურთელი - გიორგი გაფრინდაშვილი (261), ხოლო მესამე პოზიციაზე ჩვენი გუნდის კაპიტანი, გურამ გურეშიძე (225).

გასულ ტურში ყველაზე მეტი მწვავე გადაცემა ვიტ ჯორჯიელთა 18 ნომერმა, გიორგი ჭანკოტაძემ შეასრულა 6/3 (50%). მეორე საფეხურზე გავიდა ზუგდიდის ფეხბურთელი - ცოტნე სამუშია 5/3 (60%), მესამეზე კი წყალტუბოს სამგურალის მოთამაშე - თენგიზ ბრეგვაძე 4/3 (75%).



გასული ტურის საუკეთსო მეკარედ, ჩვენი გუნდის კიპერი, ჯონი შეროზია დასახელდა, რომელმაც 215 InStat Index მოაგროვა. მეორეზე გავიდა რუსთაველი მიხელ ალავიძე (214), მესამე პოზიციაზე კი სამგურალის მეკარე, დავით კუპატაძე (201).

ტურის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად, ვიტ ჯორჯიელთა კაპიტანი, გურამ გურეშიძე დასახელდა. მან 225 InStat Index მოაგროვა, მეორე ადგილზე წყალტუბოს სამგურალის მოთამაშე, ცოტნე ხარაბაძეა (217), მესამე კი ლანჩხუთის გურიას ნახევრმცველი, ვალიკო ტყემალაძე (215).

ტურის საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველად გიორგი ჭანკოტაძე დასახელდა, რომელმაც ამ კომპონენტში 206 InStat Index მოაგროვა. მეორე ადგილზე წყალტუბოს სამგურალის ფეხბურთელი, თენგიზ ბრეგვაძეა (205), მესამე კი ცხინვალის შემტევი, ლაშა ლეჟავა (190).

XIII ტურის სამ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველს შორის დასახელდა შალვა ექვთიმიშვილი - 180 InStat Index. პირველ პიზიციაზე რუსთაველი დათა სიჭინავა არის (208), მეორეზე კი მარტვილის მერანის ფეხბურთელი, ლაშა ჩალაძე (197). ამავე კომპონენტში მეოთხე ადგილზე გავიდა ვიტ ჯორჯიელთა კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველი - გიორგი ვაზაგაშვილი, რომელმაც 176 InStat Index დაიმსახურა.



ტურის სამ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა ზურაბ ღირდალაძე - 204 InStat Index, რომელიც პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გიორგი ბულია (ზუგდიდი) – 297 და ჯაბა დვალი (სიონი) – 213 ჩამორჩა.

 
უკან დაბრუნება