ვიტ ჯორჯია VS სიონი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

27 მაისი 2017
28 მაისს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრას ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული თამაშის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯია და სიონი ერთმანეთს 61 ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ვეტერინარებმა მეტოქე 28 თამაშში დაამარცხეს, 21 მატჩი ფრედ დასრულდა, ბოლნისელებმა კი 12 შემთხვევაში მოიგეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 79:51 არის.

უკანასკნელი შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და სიონს შორის მიმდინარე სეზონში შედგა. ეროვნული ლიგა ორის VI ტურში ვიტ ჯორჯიამ მეტოქე სტუმრად 2:0 დაამარცხა.
 
 
უკან დაბრუნება