ეროვნული ლიგა 2. XIV ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯიელთა დომინაციით

29 მაისი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XIV ტურის სტატისტიკური მონაცემები.

გასულ ტურში ვიტ ჯორჯიელებმა გუნდური პირველი პოზიცია დაიკავეს ტექნიკა-ტაქტიკურ კომპონენტში - 1009/794 (79%), მეორეზე გავიდა გაგრა, ხოლო მესამეზე ტყიბულის მეშახტე.

ვიტ ჯორჯიელები პირველები იყვნენ ასევე ბურთის ფლობის კომპონენტშიც 56%, მეორე ადგილზე გახლავთ ზუგდიდი - 55%, მესამეზე კი გაგრა - 50%.
კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები ლიდერობენ, გადაცემები გახლავთ. 607/535 (88%), მეორეზე არის გაგრა, ხოლო მესამეზე ლანჩხუთის გურია.
ვიტ ჯორჯიელები პირველები არიან დაცვაში მოგებული ორთაბრძოლების მხრივაც. ვეტერინარების მაჩვენებელი ასეთია - 84/57 (68%), მეორეზე გახლავთ მარტვილის მერანი - 61%, ხოლო მესამეზე სამგურალი - 58%.

ზონებში მოგებული ორთაბრძოლები. ამ კომპონენტში ვეტერინარები მესამე საფეხურზე იმყოფებიან - 63%, პირველ-მეორე ადგილებზე კი გაგრა და სამგურალი არიან.
წარმატებული დრიბლინი. ვიტ ჯორჯიელები აქაც მესამეზე არიან - 45%, პირველ-მეორე საფეხურზე არიან ზუგდიდი და მეშახტე.

ინდივიდუალურ ტექნიკა-ტაქტიკურ კომპონენტში ვიტ ჯორჯიელებმა არავის დაუთმეს პირველობა. პირველ ადგილზე გურამ გურეშიძე გავიდა, მეორეზე შალვა ექვთიმიშვილი, მესამეზე ბადრი ტეტუნაშვილი, მეოთხეზე კი რევაზ ჩიტიშვილი.

გადაცემების მხრივ პირველი ოთხეული აქაც ვიტ ჯორჯიელებით დაკომპლექტდა. ამ კომპონენტში გურამ გურეშიძე, შალვა ექვთიმიშვილი, რევაზ ჩიტიშვილი და ბადრი ტეტუნაშვილი ლიდერობენ.

ერთმანეთში გაკეთებული გადაცემების მხრივ პირველ სამეულში, ორი წყვილი ჩვენი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. პირველ ადგილზე არის გურამ გურეშიძისა და შალვა ექვთიმიშვილის დუეტი, მესამეზე გურამ გურეშიძისა და რევაზ ჩიტიშვილის დუეტი, მეორე პოზიციაზე კი გიორგაძე-მაისაშვილის წყვილი მოხვდა მარტვილის მერანიდან.

გასულ ტურში მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში ყველაზე მეტი ჩაწოდება ვიტ ჯორჯიელთა მცველმა, ბადრი ტეტუნაშვილმა შეასრულა, ამ კომპონენტში მეორე ადგილზე გავიდა ტყიბულის მეშახტეს ფეხბურთელი - კიკაბიძე, მესამეზე კი ზუგდიდის ფეხბურთელი - ხუბუა.

გასულ ტურში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა ვიტ ჯორჯიელთაგან ბადრი ტეტუნაშვილმა მოიგო, რომელიც ამ კომპონენტში მეორეზე გავიდა. პირველი წყალტუბოს სამგურალის მოთამაშე - ჩხეტიანი გავიდა, მესამეზე კი ასევე სამგურალის ფეხბურთელი - ნერგაძე.

გასული ტურის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველები ვიტ ჯორჯიელები გახდნენ. პირველ ადგილზე გურამ გურეშიძე, მეორეზე კი შალვა ექვთიმიშვილი გავიდა, მესამე ადგილზე ბოლნისის სიონის ფეხბურთელი - ყურაშვილი გავიდა.

საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი ვიტ ჯორჯიელი შოთა დავლაშელიძე გახდა, მეორე ადგილზე ზუგდიდელი - ქირია  გავიდა, მესამეზე კი გაგრას ფეხბურთელი - კაკუშაძე.

 
უკან დაბრუნება