U19 ლიგა. ვიტ ჯორჯია სტუმრად დამარცხდა

29 მაისი 2017
საქართველოს 19-წლამდელთა პირველობის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. მერაბ კოჭლაშვილის გაწვრთნილი გუნდი გასვლით მატჩში საფეხბურთო კლუბ ცხინვალის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 1:8 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიელთაგან ერთადერთი გოლი ზვიად ნაჭყებიამ შეხვედრის 80-ე წუთზე გაიტანა.
 
ცხინვალი 8:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 მუზაშვილი (12’), 2:0 ბარაბაძე (27’), 3:0 ბარაბაძე (33’), 4:0 კოკაია (40’), 5:0 მირიანაშვილი (53’), 6:0 თიგიშვილი (ავტოგოლი 72’), 7:0 ვაწაძე (75’), 7:1 ნაჭყებია (80’), 8:1 ვაწაძე (87’)
 
ვიტ ჯორჯიამ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ტაბეშაძე (ჩიტაძე 46’), ნაჭყებია, მამალაძე, მეტრეველი, თიგიშვილი, მელიქიდისი, ჯამარაული (აბდუშელიშვილი 70’), თაგვაშვილი, ზარიძე, მუსელიანი, მუშკუდიანი (ბერძნიშვილი 46’)

ცხინვალი: ქუთათელაძე, ლობჯანიძე, კასრელიშვილი, კუპრაძე, სირაძე, ბარაბაძე, ჯამარაული, ბერაშვილი, კოკაია, ებრალიძე, მუზაშვილი
სათადარიგოები: თოლორაია, ნაფიშვილი, დვალიშვილი, მირიანაშვილი, კვირიკაშვილი, ვაწაძე, ცხოვრებაძე
უკან დაბრუნება