ვიტ ჯორჯია VS მეშახტე - ურთიერთშეხვედრების ისტორია

01 ივნისი 2017
ეროვნული ლიგა ორის XVI ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი ვანში, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე, ტყიბულის საფეხბურთო კლუბ მეშახტეს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას, რომელიც სათავეს 2015 წლიდან იღებს.

დღემდე ვიტ ჯორჯია და მეშახტე ერთმანეთს 3 ოფიციალურ მატჩში შეხვედრიან. ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქე 2 შემთხვევაში დაამარცხეს, 1 შეხვედრა კი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა. ბურთების შეფარდება ვეტერინართა მხარეს - 7:3 არის.

უკანასკნელი შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და მეშახტეს შორის მიმდინარე გათამაშების VII ტურში მცხეთა პარკზე შედგა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა. მეშახტეთა კარში თითო გოლი პაატა ღუდუშაურმა და გიორგი ვაზაგაშვილმა გაიტანეს, ზურაბ ღირდალაძემ კი დუბლი შეასრულა.
 
 
უკან დაბრუნება