ეროვნული ლიგა 2. XV ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯია ლიდერია

01 ივნისი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XV ტურის სტატისტიკური მონაცემები.

გასულ ტურში ვიტ ჯორჯიამ ყველაზე მეტი - 9 კუთხური ჩამოაწოდა და ამ მაჩვენებლით ჩვენი გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილზეა ლანჩხუთის გურია, მესამეზე კი ტყიბულის მეშახტე.

ბურთის ფლობის მხრივ ვიტ ჯორჯიელები XV ტურშიც სამაგალითოები იყვნენ. ჩვენ გუნდი პირველ ადგილზეა - 67%, მეორე ადგილზე იმყოფება წყალტუბოს სამგურალი, მესამეზე კი რუსთავი.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვეტერინარები ლიდერები არიან, ზუსტი გადაცემები არის. ვიტ ჯორჯიელებს 84% მაჩვენებელი აქვთ მეორეზე წყალტუბოს სამგურალია, მესამე კი რუსთავი გახლავთ.


მეტოქის საჯარიმოში ზუსტი გადაცემების მხრივ ვიტ ჯორჯია მეორე პოზიციაზეა. პირველი ლანჩხუთის გურიაა, მესამე კი წყალტუბოს სამგურალი.
გასულ ტურში მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტი ჩაწოდება (ზუსტი) ვიტ ჯორჯიამ და ლანჩხუთის გურიამ განახორციელეს - 29% მაჩვენებლით. მესამე ადგილზე კი წყალტუბოს სამგურალია.

მოგებული ორთაბრძოლების მხრივ გასულ ტურში ვიტ ჯორჯია მესამე პოზიციაზე გავიდა, პირველზე ტყიბულის მეშახტე, მეორეზე კი ლანჩხუთის გურიაა.

ინდივიდუალურად ტექნიკა-ტაქტიკურ კომპონენტში ვიტ ჯორჯიელთაგან დათო საჯაია გამოირჩა, რომელიც მესამე საფეხურზე იმყოფება. პირველ ადგილზე გვალია (ცხინვალი), მეორე ადგილზე კი კაკუშაძე (სამგურალი) არიან.

ინდივიდუალურად ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა კაკუშაძემ (სამგურალი) შეასრულა, მეორე ადგილზე გავიდა დათო საჯაია, მესამეზე კი გვალია (ცხინვალი).



გასულ ტურში ყველაზე მეტი გადაცემა თანაგუნდელთაგან გვალიამ (ცხინვალი) მიიღო, ამ კომპონენტში მეორეზე გურამ გურეშიძე, მესამე კი ქართველიშვილი (მეშახტე) არის.


შემდეგი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები ლიდერობენ, წყვილებს შორის შესრულებული ზუსტი გადაცემები არის. აქ პირველობა დათო საჯაიასა და გურამ გურეშიძის დუეტმა არავის დაუთმო. მეორეზე გავიდა გოგიჩაიშვილი-კაკუშაძის (სამგურალი) წყვილი, ხოლო მესამეზე მინდორაშვილი-ლობჟანიძის (რუსთავი) დუეტი.

ვიტ ჯორჯიელთაგან ყველაზე მეტი (ზუსტი) ჩაკიდება მეტოქის საჯარიმოში ოთარ მუხულიშვილმა შეასრულა და ამ კომპონენტში, ტურის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის დასახელდა. პირველზე კიკნაველიძე (გურია) გავიდა, მეორეზე კი კაკუშაძე (სამგურალი).

საჯარიმოში შესრულებული ზუსტი გადაცემების მხრივ, ვიტ ჯორჯიელი გიორგი ჭანკოტაძე მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილზე კიკნაველიძე (გურია) გავიდა, მესამეზე კი სიჭინავა (რუსთავი) გახლავთ.



ტურის სამ საუკეთესო მარცხენა მცველს შორის დასახელდა დათო საჯაია. პირველ ადგილზე იოსელიანი (ცხინვალი), ხოლო მეორეზე კოტრიკაძე (გურია) გავიდა.

სამ საუკეთესო მარჯვენა მცველს შორის მოხვდა ოთარ მუხულიშვილი. იგი მეორე პოზიციაზე გავიდა. პირველზე ბენაშვილი (გურია) გახლავთ, მესამეზე კი მელიავა (მერანი).

სამ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველს შორის გიროგი ჭანკოტაძე დასახელდა. პირველ ადგილზე სიჭინავა (რუსთავი) გავიდა, მესამეზე კი ქოჩლაძე (ცხინვალი).
 
უკან დაბრუნება