მეშახტე 0:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

03 ივნისი 2017
ეროვნული ლიგა ორის XVI ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი ვანის ცენტრალურ სტადიონზე ტყიბულის მეშახტეს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

შეხვედრის საწყისი წუთები ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და ასეც გაგრძელდა, მიუხედავად ამისა, პირველი სახიფათო იერიში ნომინალურმა მასპინძლებმა შექმნეს. დაპირისპირების მეთხუთმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებთ თავით გიორგი გვენეტაძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის მეთვრამეტე წუთზე ტყიბულელმა ფეხბურთელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს კარისკენ კვლავ გიორგი გვენეტაძე გზავნიდა და მისი დარტყმული ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა. მატჩის 30-ე წუთზე მეშახტის კარის მიმართულებით გიორგი ჭანკოტაძემ დაარტყა, მასპინძელთა კიპერმა ბურთის დამორჩილება შეძლო. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ვეტერინართა კარის მიმართულებით თამაზ კიკაბიძემ დაარტყა, თუმცა ბურთს ბადრი ტეტუნაშვილი გადაეღობა და შეტევაც მოიგერია. შეხვედრის 45-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძეს მეტოქის კარის აღების ჩინებული შესაძლებლობა მიეცა, მან ახლო მანძილიდან კარისკენ დაარტყა, თუმცა ტყიბულელთა კიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შეძლო, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია.

მეორე ნახევარი ძირითადად ორთაბრძოლებში წარიმართა. განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა. საბოლოოდ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.
 
მეშახტე 0:0 ვიტ ჯორჯია

მეშახტე: ნონოსი, ჭოხონელიძე, აფხაზავა, ხოსიტაშვილი, გვენეტაძე (ჭკუასელი 74'), ქართველიშვილი, ჩაფიძე, კიკაბიძე, გედენიძე (კალაჯიშვილი 61'), ნვანკო მარტინსი (ღონღაძე 80'), ხუჭუა
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური (კახაბრიშვილი 63'), ღირდალაძე (დანელია 86') გიგა გურეშიძე (ექვთიმიშვილი 79'), ჭანკოტაძე, საჯაია, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: ჩაფიძე - ჩაკვეტაძე
უკან დაბრუნება