ვიტ ჯორჯია II 2:0 თორი

05 ივნისი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის პირველი წრის უკანასკნელი ტურისშეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ბორჯომის საფეხბურთო კლუბ თორს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

შეხვედრა ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა. ვეტერეინრებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. მეშვიდე წუთზე ირაკლი კამლაძემ შორი მანძილიდან ზუსტად და ძლიერად გაისროლა - 1:0. გაშვებული შეხვედრის მეათე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით გიორგი მეტრეველმა დაარტყა, ჩვენი გუნდის კიპერმა, მამია ტაბეშაძემ, ბურთი ხელებში დააფიქსირა.  აღნიშნული მომენტიდან ორ წუთში ირაკლი კამლაძემ კვლავ შორი მანძილიდან სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მისი დარტყმული ამჯერად სტუმართა კიპერმა კუთხურზე მოიგერია, სტანდარტიდან საჯარიმოში გიორგი თიგიშვილმა ჩამოაწოდა, ირაკლი კამლაძემ ბურთს თავი დაარტყა და კარისკენაც გაგზავნა, თუმცა არაზუსტად. შეხვედრის 30-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ზურაბ მუსელიანს, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია. პირველი ტიამის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა მიეცა გიორგი ვაზაგაშვილს, რომელმაც ბორჯომელთა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი დაარტყა, თუმცა კარს ახლო მანძილიდან ააცილა.

შეხვედრის 60-ე წუთზე ბორჯომელთა კარის მიმართულებით საშუალ დისტანციიდან ზვიად ნაჭყებიამ დაარტყა, სტუმართა მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა. შეხვედრის 64-ე წუთზე ვეტერინარებმა სათამაშო და ტეროტირული უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს. ზურაბ მუსელიანმა კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაავლო და ფაქტობრივად ცენტრიდან გაიტანა გოლი - 2:0.
 
ვიტ ჯორჯია II 2:0 თორი
გოლები: 1:0 კამლაძე (7’) 2:0 მუსელიანი (64’)
 
ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, ნაჭყებია, სეხნაშვილი, ჩიტიშვილი, დანელია, ზარიძე, კამლაძე, კვარაცხელია (თაგვაშვილი 65’), თიგიშვილი, მუსელიანი (გურასაშვილი 88’), ვაზაგაშვილი (შეროზია 46’)

თორი: ლექსო ოქრომელიძე, შერგელაშვილი, ხაჩიძე, შაყულაშვილი, თოდრაძე (ფერაძე 75’), ჯაბა ოქრომელიძე, მეტრეველი (ჯავახიძე 35’), როსტობაია, ბაქრაძე, მაისურაძე, გელაშვილი (თიგიშვილი 46’)

გაფრთხილება: კამლაძე - ბაქრაძე
უკან დაბრუნება