ეროვნული ლიგა 2. XVIII ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯიელები საუკეთესოები არიან

27 ივნისი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XVIII ტურის სტატისტიკური მონაცემები.

უკანასკნელ ტურში ვიტ ჯორჯიელებმა გუნდური 207 InStat Index მოაგროვეს და ამ მაჩვენებლით საუკეთესოები გახდნენ. მეორე ადგილზე ცხინვალი იმყოფება - 201, მესამე კი მერანი (მარტვილი) – 196 გახლავთ.

მეთვრამეტე ტურში ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარის მიმართულებით ყველაზე მეტი დარტყმა შეასრულეს. ამ კომპონენტში მეორეზე მერანი (მარტვილი) მოხვდა, მესამეზე კი რუსთავი.

ვიტ ჯორჯია გუნდური ტექნიკა-ტაქტიკურ კომპონენტშიც პირველები არიან. მეორეზეა მერანი (მარტვილი), მესამეზე კი სამგურალი (წყალტუბო).

ვეტერინარებემა უკანასკნელ მატჩში 7 კუთხური მოაწოდეს. ჩვენ გუნდზე მეტი კუთხური სამგურალმა (წყალტუბო) მოაწოდა - 9, მესამე პოზიციაზეა მეშახტე (ტყიბული) – 6 კუთხურით.

ბურთის ფლობის კომპონენტში ვიტ ჯორჯია ტურის საუკეთესო გუნდი გახდა. მეორე ადგილზე არის მერანი (მარტვილი), მესამეზე კი მეშახტე (ტყიბული).



XVIII ტურში მეტოქის ნახევარზე ბურთის დაუფლებაშიც საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ვეტერინარებს. მეორეზეა სიონი (ბოლნისი), მესამეზე კი გურია (ლანჩხუთი) გახლავთ.

შეტევებში ვიტ ჯორჯია მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციაზეა სამგურალი (წყალტუბო), მესამე კი მეშახტე (ტყიბული).

ფლანგურ შეტევებშიც მეორე პოზიცია დაიკავეს ვეტერინარებმა, აქაც სამეული იდენტური გახლავთ - პირველი სამგურალია (წყალტუბო), მესამე კი მეშახტე (ტყიბული).

წარმატებული გადაცემების მხრივ ჩვენი გუნდი ტურის საუკეთესოდ დასახელდა, მეორე ადგილზე მოხვდა მერანი (მარტვილი), მესამე კი მეშახტე (ტყიბული) არის.

გასულ ტურში საჯარიმოში ყველაზე მეტი გადაცემა ვიტ ჯორჯიამ შეასრულა, მეორეზე არის სამგურალი (წყალტუბო), მესამე კი მერანი (მარტვილი).

XVIII ტურში მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტი ჩაწოდება ვიტ ჯორჯიელებმა შეასრულეს, მეორე გახლავთ მეშახტე (ტყიბული), მესამეზე სამგურალი (წყალტუბო) არის.

კიდევ ერთი კომპონენტი სადაც ვიტ ჯორჯიელები პირველობენ მწვავე გადაცემები გახლავთ. მეორე პოზიციას იკავებს მერანი (მარტვილი), მესამე კი გაგრა არის.

ორთაბრძოლებში ვიტ ჯორჯია პირველია. ამ კომპონენტში მეორე ადგილზე ცხინვალი მოხდა, მესამეზე კი სიონი (ბოლნისი).

ვეტერინარები პირველები არიან დაცვაში მოგებული ორთაბრძოლების მხრივაც. მეორე არის ცხინვალი, მესამე კი სიონი (ბოლნისი).

შეტევაში მოგებული ორთაბრძოლების მხრივ ჩვენი გუნდი მესამე ადგილზე არის. პირველზეა მეშახტე (ტყიბული), მეორეზე კი ცხინვალი.

ზონებში მოგებული ორთაბრძოლები - ამ კომპონენტში ვიტ ჯორჯია პირველია. მეორეზეა ცხინვალი, მესამეზე კი სიონი (ბოლნისი).

ბრძოლის ინტენსივობის ინდექსი ვიტ ჯორჯიას 11,7 დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით მეორეა. პირველზეა სამგურალი (წყალტუბო) – 12,4. მესამე პოზიციაზე იმყოფება სიონი (ბოლნისი) – 10,4.

დრიბლინგი - ამ კომპონენტში ვიტ ჯორჯიელები სამეულში არიან. პირველი ცხინვალი არის, მეორე კი ზუგდიდი.

ჩვენი გუნდი სამეულში მოხვდა ართმევის კომპონენტშიც. პირველი სიონი (ბოლნისი) გახლავთ, მეორე კი გაგრა.

გასულ ტურში გურამ გურეშიძემ 270 InStat Index მოაგროვა და სამეულში მოხვდა. პირველ ადგილზე ბარაბაძე (მერანი) გავიდა - 301, მეორეზე სიჭინავა (რუსთავი) - 283.



ტექნიკა-ტაქტიკურ მოძრაობათა ინდივიდუალურ კომპონენტში ვიტ ჯორჯიელები დომინირებენ. პირველი გურამ გურეშიძეა, მეორეზეა დათო საჯაია, მესამე კი ალეკო ჩაკვეტაძეა. ამავე კომპონეტში 5-6 ადგილებზე ოთარ მუხულიშვილი და რევაზ ჩიტიშვილი იმყოფებიან.

გასულ ტურში კარში დარტყმების მხრივ პირველი პოზიციაზე გავიდა სიჭინავა (რუსთავი), მეორეზეა ვიტ ჯორჯიელი გიორგი ვაზაგაშვილი, ხოლო მესამე არის გაფრინდაშვილი (გაგრა).

XVIII ტურში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ გურეშიძემ შეასრულა. მეორე არის ხუჭუა (მეშახტე), 3-7 ადგილებზე ვიტ ჯორჯიელები, შემდეგი მიმდევრობით არიან: შალვა ექვთიმიშვილი, ალეკო ჩაკვეტაძე, რევაზ ჩიტიშვილი, დათო საჯაია, გიორგი ვაზაგაშვილი.

გასულ ტურში თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი გადაცემა გურამ გურეშიძემ - 112 მიიღო, მეორეზე არის გიორგი ვაზაგაშვილი - 74, მესამე გახლავთ შალვა ექვთიმიშვილი - 71.

გურამ გურეშიძესა და შალვა ექვთიმიშვილის ერთმანეთში 40 გადაცემა დაუგროვდათ და ამ მხრივ ტურის საუკეთესო დუეტად დასახელდა. მეორეზე ასევე ვიტ ჯორჯიელთა წყვილია. გიორგი ჭანკოტაძემ და გურამ გურეშიძემ ერთმანეთში 31 გადაცემა შეასრულეს. მესამეზე ლომაშვილი-ჩალაძის (მერანი) დუეტია - 27.



მწვავე გადაცემების კომპონენტში ვეტერინართა კაპიტანი, გურამ გურეშიძე მესამეა. პირველი ჩიხლაძე (სამგურალი) არის, მეორე კი შულაია (მერანი) გახლავთ.

გასულ ტურში მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტი ჩაწოდება გურამ გურეშიძემ შეასრულა. მეორე მჭედლიშვილი (მეშახტე) არის. მესამე ადგილზეა კიდევ ერთი ვიტ ჯორჯიელი - დათო საჯაია.

XVIII ტურში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა დათო საჯაიამ მოიგო. მეორეზე არის კიკნაძე (გაგრა), ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებზე შოთა დავლაშელიძე და გურამ გურეშიძე არიან.

დათო საჯაია დაცვაში მოგებული ორთაბრძოლების მხრივაც პირველია. ამ კომპონენტში მეორე ადგილზე კიკნაძე (გაგრა) არის, მესამე კი სვანიძე (სიონი) გახლავთ.

 შეტევაში მოგებული ორთაბრძოლების მხრივ შოთა დავლაშელიძე პირველია. მეორე ადგილზეა ლომსაძე (ცხინვალი), მესამე კი ლობჟანიძე (რუსთავი).



მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების კომპონენტში პირველი შოთა დავლაშელიძეა, მეორეა დათო საჯაია. მესამე პოზიციაზე იმყოფება აფხაზავა (მეშახტე).

გურამ გურეშიძე მინდორზე მოგებული ორთაბრძოლების კომპონენტში პირველია. მეორე ადგილზეა კირკიტაძე (სიონი), მესამე კი ლომსაძე (ცხინვალი).

დრიბლინგი - ამ კომპონეტში მესამეზე გავიდა ვიტ ჯორჯიელი შოთა დავლაშელიძე, პირველი არის ლომსაძე (ცხინვალი), ხოლო მეორე არის ლაშხია (ზუგდიდი).



ართმევები - გურამ გურეშიძე მესამეა. პირველ პოზიციაზეა კიკნაძე (გაგრა), მეორეა ვეკუა (მეშახტე).

ვიტ ჯორჯიელთა მეკარე, ჯონი შეროზია, გასული ტურის სამ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა. პირველია ძაგანია (გურია), მესამე კი კულუა (მერანი) გახლავთ.

გასული ტურის საუკეთესო მარცხენა მცველი დათო საჯაია გახდა. მეორეზე არის ნადირაძე (ცხინვალი), მესამე არის გეგია (მერანი).

XVIII ტურის საუკეთესო მარჯვენა მცველი ოთარ მუხულიშვილი გახდა. მეორე პოზიციაზეა მელიავა (მერანი), მესამეზეა მინდორაშვილი (რუსთავი).

ვიტ ჯორჯიელთა ორივე ცენტრალური მცველი - რევაზ ჩიტიშვილი და ალეკო ჩაკვეტაძე ტურის სამ საუკეთესო ცენტრალურ მცველს შორის დასახელდნენ. პირველ პოზიციაზე არის გადრანი (ცხინვალი).

გასული ტურის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი გურამ გურეშიძე გახდა. მეორე პოზიციაზეა სულთანიშვილი (ცხინვალი), მესამეა ქრისტესიაშვილი (ცხინვალი).

სამ საუკეთესო მარცხენა ნახევარმცველს შორის მოხვდა გიორგი ვაზაგაშვილი. პირველია გაფრინდაშვილი (გაგრა), მეორეა რუხაძე (მერანი).
 

 
უკან დაბრუნება