ტესტმატჩი. ვიტ ჯორჯია 1:0 ცხინვალი [ფოტო+ვიდეო]

05 ივლისი 2017
ეროვნული ლიგა ორის მესამე წრისთვის ვიტ ჯორჯია აქტიურად ემზადება. დღეს ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე საკონტროლო შეხვედრა საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ვეტერინართა მინიმალური გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.

ვიტ ჯორჯიელებმა სათამაშო უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს. დებიუტში სტუმართა გუნდი ორჯერ, მეშვიდე და მეთორმეტე წუთზე, გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა, ორივე შემთხვევაში ცხინვალის კარის მიმართულებით ზურაბ ღირდალაძე ურტყამდა. დაპირისპირების 15-ე წუთზე ცხინვალის კარის მიმართულებით ამირან როხვაძემ დაარტყა, სტუმართა კიპერმა ბურთის მოგერიება მოახერხა. შეხვედრის 27-ე წუთზე კვლავ ამირან როხვაძემ დაარტყა ცხინვალის კარის მიმართულებით და ამჯერად მეკარეს ბურთის კუთხურზე მოიგერიება მოუხდა. შეხვედრის 40-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დათო საჯაიამ დაარტყა ცხინვალის კარისკენ და მცირედით ააცილა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ არჩილ მესხი ურტყამდა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დახვდა.

მეორე ნახევრის სტარტზე ორივე გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. შეხვედრის 50-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და ცხინვალელთა მეკარემ ბურთის დამორჩილება მოახერხა. დაპირისპირების 55-ე წუთზე კახა კახაბრიშვილმა დაარტყა სტუმართა კარისკენ და ცხინვალელები ამჯერად გოლისგან ხარიხამ იხსნა. შეხვედრის 65-ე წუთზე ცხინვალელმა ფეხბურთელმა, ლუკა გადრანმა, საკუთარ საჯარიმოში შოთა დავლაშელიძის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, მსაჯმა მყისვე პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე შოთა დავლაშელიძემ აიღო, რომელმაც ოსტატურად დაარტყა და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ვიტ ჯორჯია 1:0 ცხინვალი
გოლი: დავლაშელიძე (პენ. 65’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, სეხნიაშვილი, ტეტუნაშვილი, საჯაია, დემეტრაძე, ექვთიმიშვილი, როხვაძე, ვაზაგაშვილი, კაკუშაძე, ღირდალაძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ისერგიშვილი, დანელია, ჩაკვეტაძე, ზარიძე, გურამ გურეშიძე, კახაბრიშვილი, დავლაშელიძე, ვეკუა, მუხულიშვილი
 
ცხინვალი: პროკოპენკო, თათხაშვილი, ყურშავიშვილი, კასრელიშვილი, წივწივაძე, კენჭაძე, ჭანუყვაძე, ლეჟავა, ლომსაძე, მუზაშვილი, მესხი
თადარიგში იმყოფებოდნენ: კარანაძე, ბარაბაძე,  ნადირაძე, კოკაია, გადრანი, კუპრაძე, ლებანიძე, ებრალიძე
უკან დაბრუნება