ვიტ ჯორჯია VS ცხინვალი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

09 აგვისტო 2017
ეროვნული ლიგა ორის XXII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია 10 აგვისტოს, რუსთავში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.
მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯიასა და ცხინვალს შორის 33 ოფიციალური შეხვედრა გახლავთ გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა მეტოქის დამარცხება 16 შემთხვევაში მოახერხა, 6 თამაში ფრედ დასრულდა, 11 მატჩი კი - ცხინვალელთა სასარგებლოდ.

ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიელების მხარეს 38:29 გახლავთ.

უკან დაბრუნება