ეროვნული ლიგა 2. XXI ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯიელები საუკეთესოდ დასახელდნენ

10 აგვისტო 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XXI ტურის სტატისტიკური მონაცემები.

გასულ ტურში ვიტ ჯორჯიელებმა ყველაზე მაღალი InStat Index – 225 აჩვენეს. მეორე პოზიციაზე გავიდა ბოლნისის სიონი - 216, ხოლო მესამეზე ლანჩხუთის გურია - 214.

XXI ტურში შეტევებისა და ფლანგური შეტევების კომპონენტში ვიტ ჯორჯია მეორეა. პირველ პოზიციაზე იმყოფება მარტვილის მერანი, მესამეზე კი ცხინვალი.

ბრძოლის ინტენსივობის კომპონენტში ვიტ ჯორჯია მეორეა - 11.8 მაჩვენებლით. პირველზე იმყოფება გაგრა - 12, ხოლო მესამეზე რუსთავი 10.9 მაჩვენებლით.

ვეტერინარები გასული ტური მონაცემების გათვალისწინებით, საჰაერო ორთაბრძოლების კომპონენტშიც მეორეები არიან. პირველზე გაგრა გახლავთ, ხოლო მესამეზე ლანჩხუთის გურია.

კიდევ ერთი კომპონენტი სადაც ვიტ ჯორჯიელები სამეულში იმყოფებიან - დრიბლინგია. პირველ პოზიციას ცხინვალი იკავებს, მესამე საფეხურზეა გაგრა.

XXI ტურის მონაცემების მიხედით ართმევებში ვიტ ჯორჯია მესამეა, პირველზე გაგრაა, ხოლო მეორეზე ბოლნისის სიონი.

ტურის სამ საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდა ვიტ ჯორჯიელთა ცენტრალური ფორვარდი - ზურაბ ღირდალაძე. მას 268 InStat Index აქვს. პირველზეა ჯაბა დვალი - 292, ხოლო მეორეა ზვიად სიხარულია - 282.


ორთაბრძოლებში წარმატებით მოთამაშე სამ ფეხბურთელს შორის ორი ვიტ ჯორჯიელია. პირველ პოზიციაზეა გურამ გურეშიძე, მეორე გახლავთ შოთა დავლაშელიძე. მესამე საფეხურზე იმყოფება ლანჩხუთის გურიას მოთამაშე - დავით მეგრელიშვილი.

გასულ ტურში შეტევაში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა შოთა დავლაშელიძემ მოიგო. მეორე პოზიციაზეა თამაზ მაქაცარია (ცხინვალი), ხოლო მესამეზე გიორგი კახიანი (გაგრა).

მოგებულ საჰაერო ორთაბრძოლებშიც პირველია შოთა დავლაშელიძე. მეორე პოზიციაზე დავით მეგრელიშვილი (გურია), მესამეა გიორგი კახიანი (გაგრა).


მინდორზე მოგებულ ორთაბრძოლებში პირველი ჩვენი გუნდის კაპიტანი გურამ გურეშიძე გახლავთ. მეორე პოზიციაზეა ავთანდილ გუჯაბიძე (რუსთავი), ხოლო მესამეზე გურამ გიორბელიძე (სიონი).

გასულ ტურში ყველაზე მეტი ართმევა გურამ გურეშიძემ შეასრულა. მეორე ავთანდილ გუჯაბიძე (რუსთავი), მესამე კი გიორგი ჭეიშვილი (სიონი) გახლავთ.

გასულ ტურში მოწინააღმდეგი ნახევარზე ყველაზე მეტჯერ ბურთს გურამ გურეშიძე დაეუფლა. მეორე გახლავთ გიორგი ნერგაძე (სამგურალი), ხოლო მესამე შერზოტ შაკიროვი (ზუგდიდი).

გასული ტურის საუკეთესო მარჯვენა მცველად ვიტ ჯორჯიელი ოთარ მუხულიშვილი დასახელდა - 233 InSstat Index. მეორე პოზიციაზეა გიორგი ჭეიშვილი (სიონი) – 228, ხოლო მესამეა იაგრი (გურია) – 224.


XXI ტურის სამ საუკეთესო ცენტრალურ მცველს შორის დასახელდა ალეკო ჩაკვეტაძე - 244 InStat Index, პირველობას გიორგი გეთიაშვილი (გაგრა) და გიორგი ნერგაძე (სამგურალი) – 247 იყოფენ.

სამ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველს შორის დასახელდა გურამ გურეშიძე - 268 InStat Index, პირველზეა ზვიად სიხარულია - 282, ხოლო მესამეა ცოტნე ხარაბაძე (სამგურალი) – 231.

ტურის სამ საუკეთესო მარცხენა შემტევ ფეხბურთელს შორის გახლავთ ბექა კაკუშაძე - 225 InStat Index, პირველია გიორგი ჭანკოტაძე (სიონი) – 252, მესამე კი ზაზა ციცქიშვილი (რუსთავი) – 197.

XXI ტურის საუკეთესო მარჯვენა შემტევი ფეხბურთელი პაატა ღუდუშაურია - 237 InStat Index. მეორეა გოჩა ცირდავა (გაგრა) – 223, ხოლო მესამე თენგიზ ბრეგვაძე (სამგურალი) – 211.


სამ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველს შორის გახლავთ გიორგი ვეკუა - 250 InStat Index, პირველია დათა სიჭინავა (რუსთავი) – 256, მესამე კი გოგი გოგიჩაიშვილი (სამგურალი) – 218.

ვიტ ჯორჯიელთა ფორვარდი, ზურაბ ღირდალაძე გასული ტურის სამ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა - 266 InStat Index-ით, პირველია ჯაბა დვალი (სიონი) – 292, ხოლო მეორე ნიკოლოზ ხინთიბიძე (გაგრა) – 267.
 
 
უკან დაბრუნება