ვიტ ჯორჯია VS მერანი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

16 აგვისტო 2017
ხვალ, 17 აგვისტოს, ეროვნული ლიგა ორის XXIII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. ჩვენი გუნდი მარტვილის საფეხბურთო კლუბ მერანს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.
 
დღემდე, ვიტ ჯორჯიასა და მერანს შორის 18 ოფიციალური მატჩი არის გამართული. ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის დამარცხება 7 შემთხვევაში მოახერხეს, 5 შეხვედრა საყაიმო ანგარიშით დასრულდა, 6 თამაში კი - მარტვილელთა მოგებით. ბურთების შეფარდება ვეტერინართა სასარგებლოდ 19:17 გახლავთ.

უკან დაბრუნება