17 აგვისტო ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

16 აგვისტო 2017
17 აგვისტოს, ეროვნული ლიგა ორის XXIII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ჩვენი გუნდის ისტორიას.

17 აგვისტოს ვიტ ჯორჯიას 6 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული, 3 მოგება - 3 ფრე, ასეთია ვეტერინართა მონაგარი.
 
1997 წელს ვიტ ჯორჯიამ უმაღლესი ლიგის მეორე ტურში მერანი 91-ს უმასპინძლა. დაპირისპირება ფრედ - 1:1 დასრულდა, ვეტერინართაგან გატანილი გოლით დავითაშვილი გამოირჩა.

2002 წელს ვიტ ჯორჯია უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სტუმრად თბილისის თბილისს დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში ორივე გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა.

2003 წელს უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურში ვიტ ჯორჯია სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

2011 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ვიტ ჯორჯიამ საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა. სტუ-ს კარში გოლები ბესიკ ჩიმაკაძემ და ირაკლი სიხარულიძემ გაიტანეს.

2013 წელს უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად, ზუგდიდის წინააღმდეგ გამართა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

2015 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველ ეტაპზე ვიტ ჯორჯიამ გასვლითი მატჩი საბურთალოს წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. მოწინააღმდეგის კარში გოლები ვაჟა მათიაშვილმა და ზურაბ ღირდალაძემ გაიტანეს.
 
უკან დაბრუნება