ვიტ ჯორჯია VS მერანს ბაკურ ნინუა განსჯის

16 აგვისტო 2017
17 აგვისტოს, ეროვნული ლიგა ორის XXIII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია მცხეთა პარკზე მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ მატჩს ბაკურ ნინუა განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ი. უკლება და ბ. ჭიჭინაძე გაუწევენ. მეოთხე არტბიტრის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიელთაგან ოთარ მუხულიშვილი დააკლდება, მარტვილის მერანი კი რევაზ გეწაძეს მოისაკლისებს.
უკან დაბრუნება