ტესტმატჩი. 35-ე სკოლა 1:4 ვიტ ჯორჯია U19

18 აგვისტო 2017
დღეს, ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა საკონტროლო შეხვედრა 35-ე საფეხბურთო სკოლის წინააღმდეგ გამართა. ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქე გასვლით მატჩში ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს.

ანგარიში მეოცე წუთზე ზვიად ნაჭყებიას გადაცემის შემდეგ დიმიტრი ხუციანიძემ გახსნა - 1:0. დაპირისპირების 33-ე წუთზე დიმიტრი ხუციანიძემ დუბლი შეასრულა, 35-ე სკოლის კარში მან ამჯერადაც ზვიად ნაჭყებიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. ნიკა ჩხიტუნიძის პასით გოლი გიორგი ასიტაშვილმა გაიტანა - 2:1.

ვიტ ჯორჯიელებმა 60-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღეს. გიორგი თაგვაშვილმა ბურთი გოგა ხულორდავას გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა გაზარდა - 3:1. საფინალო რეზულტატი 72-ე წუთზე დაფიქსირდა, გოგა ხულორდავას პასით გოლი გიორგი ბუზარიაშვილმა გაიტანა - 4:1.
 
35-ე სკოლა 1:4 ვიტ ჯორჯია U19
35-ე სკოლა: ჯოხიძე, ცინცაძე, თოდუა, მესხი, კობახიძე, კუთხაშვილი, ასიტაშვილი, ექსეურიძე, კეკენაძე, ჩხიტუნიძე ფაცაცია
შეცვლაზე შევიდნენ: შერგელაშვილი, ჯაფარიძე, თბილელი
 
ვიტ ჯორჯია U19: ტაბეშაძე, მჭედლიშვილი, ხუციანიძე (ბუზარიაშვილი 46’), ნაჭყებია, მუშკუდიანი (ხულორდავა 46’), ამაშუკელი, თაგვაშვილი (ქსოვრელი 76’), ბერძნიშვილი (პავლიაშვილი 46’), მოგელიძე, შეროზია (დაგარგულია 75’), ჭუმბურიძე (მაზანაშვილი 26’)
 
 
 
უკან დაბრუნება