ტესტმატჩი. ვიტ ჯორჯია II 2:3 ალგეთი მარნეული

19 აგვისტო 2017
დღეს, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა საკონტროლო შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები მცხეთა პარკზე მარნეულის საფეხბურთო კლუბ ალგეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით - 2:3 დამარცხდნენ.

ანგარიში ლევან ჯიქიძემ მატჩის მეცამეტე წუთზე გახსნა - 0:1. ვიტ ჯორჯიელებმა გაშვებული გოლი თამაშის 39-ე წუთზე გაქვითეს. ბექა კაკუშაძის გადაცემის შემდეგ გოლი ბექა გურასაშვილმა გაიტანა - 1:1.

შეხვედრის 47-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ოთარ მუხულიშვილის აქტიურობას გოლი მოჰყვა, მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველმა თვალავაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1. მატჩის 77-ე წუთზე ანგარიში კვლავ გათანაბრდა, ალგეთიდან გატანილი გოლით გივი ბაქრაძე გამოირჩა - 2:2. დღევანდელი მატჩის საფინალო რეზულტატი 75-ე წუთზე ლევან ჯიქიძემ დააფიქსირა - 2:3.
 
ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, დანელია, ქისიევი, სეხნიაშვილი, მუხულიშვილი, დემეტრაძე, ვაზაგაშვილი, კამლაძე, კაკუშაძე, გურასაშვილი, ზარიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ნაჭყებია, მუსელიანი, მჭედლიშვილი, თაგვაშვილი, ხუციანიძე, ამაშუკელი

ალგეთი: ნონოსი, ტოროშენიძე, თვალაძე, ბუჩუკური, ხოხონიშვილი, ხარშილაძე, კუტალაძე, ხოჯანაშვილი, ბაქრაძე, ბაგაშვილი, ჯიქიძე
შეცვლაზე შევიდნენ: უდუმაშვილი, ბაზიაშვილი, პაქსაძე, შონია, გუჯარაიძე
უკან დაბრუნება