ეროვნული ლიგა 2. XXI ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯიელები საუკეთესოებში

21 აგვისტო 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XXIII ტურის სტატისტიკური მონაცემები.

ეროვნული ლიგა ორის XXIII ტურში ვიტ ჯორჯიამ 202 გუნდური InStat Index მოაგროვა და ამ მაჩვენებლით მესამე საფეხურზე იმყოფება. პირველი ბოლნისის სიონია - 234, მეორე კი ლანჩხუთის გურია - 211.

ვიტ ჯორჯიელები მესამე საფეხურზე იმყოფებიან ბურთის ართმევის კომპონენტშიც - 64/24. პირველი პოზიციაზეა გურია - 78/33, მეორე ადგილს იკავებს სიონი - 50/30.

წყვილებს შორის გადაცემები - ამ კომპონენტში ჯონი შეროზიასა და რევაზ ჩიტიშვილის დუეტი მესამე პოზიციაზეა 23 პასით. პირველ პიზიცაზე არის ნერგაძე-ბიბილაშვილის (სამგურალი) ტანდები 26 გადაცემით, მეორე საფეხურზე კი ლომაშვილი-მელიავას წყვილი გახლავთ - 25 პასით.

გასული ტურის საუკეთესო მეკარედ ვიტ ჯორჯიელი ჯონი შეროზია დასახელდა. მეორე პოზიციაზე არის მიხეილ ალავიძე (რუსთავი), მესამე კი დავით კუპატაძე (სამგურალი).

ვიტ ჯორჯიელი დათო საჯაია XXIII ტურის სამ საუკეთესო მარჯვენა მცველს შორის დასახელდა. პირველ პოზიციაზე გავიდა კიჭი მელიავა (მერანი), მესამეზე კი ლაშა ჯაფარიძე (სიონი).

ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი, რევაზ ჩიტიშვილი, ტურის სამ საუკეთეს ცენტრალურ მცველს შორის მოხვდა. პირველ ადგილზე ზურაბ თევზაძე (სიონი) არის, ხოლო მესამეზე დავით მეგრელიშვილი (გურია).

სამ საუკეთესო ნახევარმცველს შორისაა ვიტ ჯორჯიელი პაატა ღუდუშაური. პირველ პოზიციაზეა ლაშა მანაგაძე (სიონი), ხოლო მესამეა უშანგი ბანძელაძე (სამგურალი).
 
უკან დაბრუნება