ვიტ ჯორჯია VS სიონი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

23 აგვისტო 2017
ეროვნული ლიგა ორის XXIV ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი ბოლნისში, ადგილობრივ სიონს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე, ვიტ ჯორჯია და სიონი ერთმანეთს ოფიციალურად 61-ჯერ შეხვდნენ. ვეტერინარებმა მეტოქის დამარცხება 29 შემთხვევაში მოახერხეს. 20 თამაში ფრედ დასრულდა. ბოლნისელებმა კი 12 მატჩში იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოს 82:51 გახლავთ.
 


 
უკან დაბრუნება