24 აგვისტო ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

23 აგვისტო 2017
24  აგვისტოს, ეროვნული ლიგა ორის XXIII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ჩვენი გუნდის ისტორიას.

24 აგვისტოს ვიტ ჯორჯიას 5 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება - ასეთია ვეტერინართა მონაგარი.

1998 წელს უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ სამტრედიის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. მეტოქის კარში ორი ბურთი გოჩაშვილმა გაიტანა, თითო გოლი კი ნოზაძისა და გვაზავას აქტივშია.

2000 წელს უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ებრაულ ბეითარს დაუპირიპირდა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში გოლი მელქაძემ გაიტანა.

2003 წელს უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურში ვიტ ჯორჯიამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი გოცირიძემ გაიტანა.

2007 წელს უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად, გორის დილას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. სამი ქულის მომტანი გოლი ლომაიამ გაიტანა.

2014 წელს უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ შინ გამართა. ჩვენი გუნდი ცხინვალის წინააღმდეგ ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

უკან დაბრუნება