U19 ლიგა. ჩიხურა 2:2 ვიტ ჯორჯია

23 აგვისტო 2017
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. თამაში საყაიმო ანგარიშით - 2:2 დასრულდა.

ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა, ჩვენი გუნდის მცველმა, ლუკა ჭუმბურიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ - 1:0. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში 49-ე წუთზე გაათანაბრეს, გატანილი გოლით ზვიად ნაჭყებია გამოირჩა. შეხვედრის 72-ე წუთზე ჩიხურას ფეხბურთელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, გოლი ნიკოლოზ ხელაძემ გაიტანა - 2:1. მატჩის საფინალო ანგარიში 86-ე წუთზე დაფიქსირდა, მასპინძელთა კარში გოლი ვიტ ჯორჯიელთა თავდამსხმელმა, ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 2:2.
 
U19 ლიგა
ჩიხურა 2:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ჭუმბურიძე (ავტოგოლი 31’), 1:1 ნაჭყებია (49’) 2:1 ნიკოლოზ ხელაძე (72’) 2:2 მუსელიანი (86’)

ჩიხურა: ავთო კაპანაძე, სადღობელაშვილი, ჭანკვეტაძე, ბერიძე, ლომსაძე, ჭიტაძე, ხვედელიძე (კუჭუაშვილი 82'), ტყემალაძე (თენგო ხელაძე 70'), ზურაბ კაპანაძე, ნიკოლოზ ხელაძე, დეკანოიძე
 
ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, გურასაშვილი (დაგარგულია 90'), მაზანაშვილი, ჭუმბურიძე, მჭედლიშვილი, ნაჭყებია, მოგელაძე, ზარიძე, თაგვაშვილი (პავლიაშვილი 75'), ჩადუნელი (ხულორდავა 46'), მუსელიანი
უკან დაბრუნება