ირაკლი ზარიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს

25 აგვისტო 2017
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 26-28 აგვისტოს საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებას თბილისში გაივლის. 29 აგვისტოს გუნდი ალბანეთის ქალაქ ტირანაში გაემგზავრება, სადაც ალბანეთის თანატოლთა ნაკრებთან ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს,  2 სექტემბერს კი სამშობლოსკენ აიღებს გეზს.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ვიტ ჯორჯიას შემტევი, ირაკლი ზარიძე გახლავთ გამოძახებული. იგი ნაკრებს შაბათს შეუერთდება.
უკან დაბრუნება