U17 ლიგა. ვიტ ჯორჯია 6:0 სიონი

27 აგვისტო 2017
საქართველოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩი გამართა ვიტ ჯორჯიას ჭაბუკთა გუნდმა. გოჩა ერაძის შეგირდები მცხეთა პარკზე ბოლნისის სიონს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:0 დაამარცხეს.
ანგარიში მატჩის მეთოთხმეტე წუთზე გაიხსნა. გოგა ხულორდავას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი ჩიტაშვილმა დაარტყა და გაიტანა - 1:0. შეხვედრის მეოცე წუთზე გოგა ხულორდავამ ვიტ ჯორჯიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0. შეხვედრის 25-ე წუთზე ბოლნისელთა კარი კვლავ გოგა ხულორდავამ დალაშქრა - 3:0. დაპირისპირების 68-ე წუთზე გატანილი გოლით თავი ვაჟა კვაშილავამ გამოიჩინა - 4:0. ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი გოლი მატჩის 72-ე წუთზე გაიტანეს, ამჯერად გატანილი გოლით ნიკა აბზიანიძე გამოირჩა – 5:0. საფინალო რეზულტატი 78-ე წუთზე დაფიქსირდა, ნიკა აბზიანიძემ დუბლი შეასრულა - 6:0.
 
U17 ლიგა
ვიტ ჯორჯია 6:0 სიონი ბოლნისი
 
ვიტ ჯორჯია: მეგენეიშვილი, თაგვიაშვილი, მუშკუდიანი (შუბითიძე 41’), ბერიძე, აბდუშელიშვილი, კოტოიანი (ბექაური 41’), ვერძეული (ბრეგვაძე 52’), ჩიტაშვილი, ხელაძე, თენიეშვილი (კვაშილავა 41’), ხულორდავა (აბზიანიძე 56’)
 
სიონი ბოლნისი: ხარაიშვილი, ბერელიძე (ყაფლანაშვილი 41’), გიორბელიძე, ბარაბაძე, არუთინვი, ჯოხაძე, სადაღაშვილი, ბენდელიანი (ქარქუსაშვილი 41’), კანკავა (კუჭაშვილი 41’), აწყურელი, სეიდოვი (მინდიაშვილი 64’)
 
გაფრთხილება: აწყურელი
უკან დაბრუნება