ეროვნული ლიგა 2. XXIV ტურის სტატისტიკა - საუკეთესო მეკარე და ნახევარმცველი ვიტ ჯორჯიელია

29 აგვისტო 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XXIV ტურის სტატისტიკური მონაცემები.

გასულ ტურში ვიტ ჯორჯიელები წარმატებულ ტექნიკა-ტაქტიკურ მოძრაობებში მეორეები იყვნენ. პირველი გაგრა, მესამე კი მარტვილის მერანი გახლავთ.

ბურთის ფლობის მხრივ ჩვენი გუნდი XXIV ტურში საუკეთესოა. ამ კომპონენტში ვეტერინარები პირველები არიან, მეორეზეა მარტვილის მერანი, მესამე კი ტყიბულის მეშახტეა.

ზუსტად შესრულებული გადაცემების მხრივ ვიტ ჯორჯიელები მესამე პოზიციაზე არიან,  პირველზე მარტვილის მერანი, ხოლო მეორეზე გაგრა გახლავთ.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები ლიდერებში არიან, ბრძოლის ინტენსივობის ინდექსია. ვეტერინარები 11.8 მაჩვენებლით მეორეზე არიან, პირველია გურია - 11.9 მესამე კი გაგრაა - 11.7

ინდივიდუალურად ტექტნიკა-ტაქტიკურ მოძრაობებში ვიტ ჯორჯიელთა კაპიტანი, გურამ გურეშიძე, გასული ტურის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა. პირველია გიორგი ჯგერენაია (გაგრა), მესამე კი ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გაგრა).

XXIV ტურში ყველაზე მეტი გადაცემა ვიტ ჯორჯიელთა ცენტრალურმა მცველმა, ბადრი ტეტუნაშვილმა მიიღო, ამ კომპონენტში მეორეა გიორგი გეთიაშვილი (გაგრა), მესამე კი კიჭი მელიავა (მერანი).

გასული ტურის საუკეთესო მეკარედ ჩვენი გუნდის კიპერი, ჯონი შეროზია დასახელდა. მეორეა მირზა მერლანი (რუსთავი), ხოლო მესამე გოგი კულუა (მერანი) გახლავთ.

ტურის სამ საუკეთესო მარცხენა მცველს შორის მოხვდა გოგა დანელია. პირველია გურამ გიორბელიძე (სიონი), მესამეა გიორგი ლაცაბიძე (ცხინვალი).

XXIV ტურის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ჩვენი გუნდის კაპიტანი, გურამ გურეშიძე დასახელდა. მეორეა ცოტნე მოსიაშვილი (გაგრა), მესამეა ნიკოლოზ შალამბერიძე (სამგურალი).
უკან დაბრუნება