ირაკლი ზარიძემ ალბანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა

30 აგვისტო 2017
დღეს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გამართა. მოზარდი ჯვაროსნები ალბანეთში ადგილობრივ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების რიგებში ითამაშა ვიტ ჯორჯიას შემტევმა, ირაკლი ზარიძემ, რომელიც შეხვედრაში მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდანვე ჩაერთო.


 
უკან დაბრუნება