ტესტმატჩი. ვიტ ჯორჯია 2:1 გარდაბანი

01 სექტემბერი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიამ საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ლიგა სამის წარმომადგენელს - გარდაბანს დაუპირისპირდა. ვეტერინარებმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. თავშივე უნდა ითქვას, რომ ვიტ ჯორჯიელები საწყისი წუთებიდანვე საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში თამაშის მსვლელობას სრულად არ ასახავს.

პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა ფეხბურთელებმა შექმნეს. მეხუთე წუთზე გარდაბანის კარის მიმართულებით კახა კახაბრიშვილმა დაარტყა და ბურთს მცველი გადაეღობა. შეხვედრის მერვე წუთზე გოლის გატანასთან ახლოს იყო ზურაბ ღირდალაძე, მან გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შემდეგ მცირედით ააცილა სტუმართა კარს. დაპირისპირების 19-ე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიში გახსნეს. პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გიორგი ვეკუამ გოლად აქცია - 1:0. შეხვედრის 24-ე წუთზე კახა კახაბრიშვილმა კიდევ ერთხელ სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა ამჯერად მან სამიზნეს ააცილა. დაპირისპირების 32-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ გარდაბანის კარის მიმართულებით კახა კახაბრიშვილმა დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში კვლავ კახა კახაბრიშვილი დაემუქრა მეტოქის კარს, ამჯერად მის მიერ დარტყმული ბურთი გარდაბანის მეკარემ კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 40-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. სტუმართა მცველები კვლავ პაატა ღუდუშაურის წინააღმდეგ თამაშისას დაჯარიმდნენ, მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანი დარტყმით გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა - 2:0. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე სტუმართა შეტევას კუთხური მოჰყვა. სტდანარტიდან ვიტ ჯორჯიელთა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან ახლოს მყოფ ლევან თაბუკაშვილს მიუვიდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და ააცილა.

შეხვედრის 60-ე წუთზე პაატა ღუდუშაურს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეტოქის კარს ასცდა. თამაშის 65-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით სტანდარტიდან გიორგი ბუნტურმა დაარტყა და ააცილა. მატჩის 71-ე წუთზე კახა კახაბრიშვილის კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. დაპირისპირების 85-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ ჯარიმიდან დაარტყა და გარდაბანის კარს მცირედით ააცილა. სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა 87-ე წუთზე მოახერხეს, გატანილი ბურთით ლაშა მარგველაშვილი გამოირჩა. მატჩის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, მამია ტაბეშაძემ ახლო მანძილიდან ბაჩანა მიქელაძის დარტყმული ბურთუ კუთხურზე მოიგერია, სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი გიორგი ბუნტურმა დაარტყა და ააცილა.
 
ვიტ ჯორჯია 2:1 გარდაბანი
გოლები:
1:0 ვეკუა (პენ. 19'), 2:0 ღირდალაძე (პენ. 40') 2:1 მარგველაშვილი (87')

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ჩიტიშვილი, ჩაკვეტაძე, საჯაია, ვაზაგაშვილი, ვეკუა, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, კახაბრიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ტაბეშაძე, კამლაძე, ტეტუნაშვილი, დანელია, გიგა გურეშიძე, დავლაშელიძე, კაკუშაძე
 
გარდაბანი:
ქარდავა, მიქელაძე, ბერაძე, ჯიოშვილი, ხუხუა, მუსელიანი, თაბუკაშვილი, ბერიძე, ბასილაშვილი, თვარაძე, ახმედოვი
შეცვლაზე შევიდნენ: მარგველაშვილი, ბუნტური, კამლაძე, გულუა, სხილაძე, დევიძე, რევაზიშვილი
 
 
უკან დაბრუნება