U19 ლიგა. ვიტ ჯორჯია 1:1 დილა

09 სექტემბერი 2017
საქართველოს 19–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე გორის დილას უმასპინძლა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.

პირველ წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ახლო მანძილიდან ლევან დადიანმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის მეჩვიდმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეს მწვავედ შეუტიეს, დამასრულებელ ფაზაში გორელთა კარის მიმართულებით ნიკა მჭედლიშვილმა დაარტყა და ააცილა. სტუმრებმა ჩვენი კარის მიმართულებით 23–ე წუთზე კიდევ ერთხელ დაარტყეს, ამჯერად ნიკა ნასყიდაშვილის დარტყმული გამოდგა არაზუსტი. ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა 28–ე წუთზე მიეცათ. დილას კარის მიმართულებით ჯერ გიორგი თაგვაშვილმა დაარტყა, შემდეგ კი განმეორებითი ცდით გოლის გატანა დათო მოგელაძემ სცადა, თუმცა მისი დარტყმული საბოლოოდ კარს საკმაოდ ასცდა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან კარისკენ ზაურ კერელეიშვილმა დაარტყა, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელს მოხვდა და ნიკა ნასყიდაშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმულსაც კუთხური მოჰყვა. სტანდარტმა ხიფათის გარეშე ჩაიარა.

შეხვედრის 75–ე წუთზე შორი მანძილიდან გიორგი ტერმაკოზაშვილმა დაარტყა და ბურთი ვეტერინართა კიპერის, ნიკა ქავთარაძის ნადავლი შეიქმნა. შეხვედრის 77–ე წუთზე გიორგი ამაშუკელს გოლის გატანა მართებდა, თუმცა მისი დარტყმული დილას მეკარემ მოიგერია. ანგარიში ირაკლი ზარიძემ ულამაზესი გოლით დაპირისპირების 81–ე წუთზე გახსნა. სტუმრებმა წონასწორობა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 92–ე წუთზე აღადგინეს. გოლი გიორგი ტერმაკოზაშვილმა გაიტანა.
 
U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 1:1 დილა
გოლები: 1:0 ზარიძე (81’) 1:1 ტერმაკოზაშვილი (90+2’)
 
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, მეტრეველი, ამაშუკელი, ჭუმბურიძე, მჭედლიშვილი, მოგელაძე, პავლიაშვილი, თაგვაშვილი (ზარიძე 46'), ხუციანიძე (ხულორდავა 70'), მაზანაშვილი, მუსელიანი (ნაჭყებია 46')
 
დილა: გულუაშვილი, კერელეიშვილი, დავითულიანი, ტერმაკოზაშვილი, კაკულია, რაჟამაშვილი, ნასყიდაშვილი (გობელაშვილი 86'), ბერიძე, მინდიაშვილი, დადიანი (ხუროშვილი 80'), გელაშვილი (ხიზანიშვილი 46')
 
გაფრთხილება: ამაშუკელი, პავლიაშვილი, ნაჭყებია, მაზანაშვილი – ბერიძე, ნასყიდაშვილი
 
 
უკან დაბრუნება