ეროვნული ლიგა 2. XXV ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯია საუკეთესოა

13 სექტემბერი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XXV ტურის სტატისტიკური მონაცემები.

გასულ ტურში ვიტ ჯორჯიამ გუნდური 194 InStat Index მოაგროვა და ამ მაჩვენებლით მესამე პოზიცაზე იმყოფება. პირველია მერანი – 236, ხოლო მეორე ცხინვალი – 232.

წარმატებული ტექნიკა–ტაქტიკური მოძრაობების მხრივ ვიტ ჯორჯია XXV ტურის საუკეთესო გუნდი გახდა. მეორე პოზიციაზე წყალტუბოს სამგურალი, მესამე კი მარტვილის მერანი.



კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები პირველები არიან, კარში დარტყმები გახლავთ. მეორეზეა გაგრა, მესამე კი წყალტუბოს სამგურალი.
გასულ ტურში ჩვენმა გუნდმა ყველაზე მეტი – 10 კუთხური მოაწოდა, ამ კომპონენტში მეორეა რუსთავი – 9, მესამეა ბოლნისის სიონი – 8.

ბურთის ფლობის კომპონენტში ვეტერინარები 67%–იანი მაჩვენებლით პირველზე არიან. მეორეზეა წყალტუბოს სამგურალი – 63%, მესამეა მარტვილის მერანი – 60%.

გადაცემები, ამ კომპონენტშიც ვიტ ჯორჯიელები პირველობენ. მეორეზეა  წყალტუბოს სამგურალი, მესამე კი მარტვილის მერანი.

XXV ტურში მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტი გადაცემა ვიტ ჯორჯიელებმა შეასრულეს. მეორეზეა ბოლნისის სიონი, მესამე კი წყალტუბოს სამგურალი.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ჩვენი გუნდი პირველობს, ჩაწოდებებია. მეორეზეა ტყიბულის მეშახტე, მესამეა მარტვილის მერანი.

ინდივიდუალურად ტექნიკა–ტაქტიკური მოძრაობების მხრივ პირველია ვიტ ჯორჯიას კაპიტანი, გურამ გურეშიძე. მეორეზეა ნიკოლოზ შალამბერიძე, მესამეა ბექა ბიბილაშვილი – ორივე ფეხბურთელი წყალტუბოს სამგურალს წარმოადგენს.

კარში დარტყმების მხრივ, მეორე ადგილზეა ვიტ ჯორჯიელი პაატა ღუდუშაური. პირველ პოზიციაზე იმყოფება  თამაზ მაქაცარია (ცხინვალი), მესამე კი რევაზ ბარაბაძე (მერანი მარტვილი).

წარმატებული გადაცემები – ამ კომპონენტში პირველ და მეორე პოზიციაზე ვიტ ჯორჯიელები იმყოფებიან. გურამ გურეშიძე პირველია, მეორეა გიორგი ვაზაგაშვილი. მესამეზეა ლაშა ჩალაძე (მერანი მარტვილი).

გასულ ტურში თანაგუნდელებისგან ყველაზე მეტი გადაცემა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ გურეშიძემ მიიღო – 91. ვიტ ჯორჯიელი გიორგი ვაზაგაშვილი მეორე ადგილს  ლაშა ჩალაძესთან (მერანი მარტვილი) – 83 იყოფს. მესამეა კიდევ ერთი ვიტ ჯორჯიელი, ალეკო ჩაკვეტაძე – 72.

წყვილებს შორის გადაცემები – ამ კომპონენტში სამეული ვიტ ჯორჯიელთა წყვილებით დაკომპლექტდა. პირველზეა დათო საჯაიასა და გურამ გურეშიძის დუეტი – 45, მეორეზეა გიორგი ვაზაგაშვილისა და ალეკო ჩაკვეტაძის წყვილი – 31. მესამე ადგილზეა გურამ გურეშიძისა და გიორგი ვაზაგაშვილის დუეტი – 28.



მწვავე გადაცემების კომპონენტში მეორე პოზიციაზეა ვიტ ჯორჯიელი დათო საჯაია. პირველია ცოტნე მოსიაშვილი (გაგრა), მესამეა კი გიორგი კახიანი (გაგრა).

მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდებების მხრივ მესამეა დათო საჯაია. პირველია უშანგი ბანძელაძე (სამგურალი), მეორეზეა ლაშა მანაგაძე (სიონი).
მოწინააღმდეგის საჯარიმოში გაკეთებული ზუსტი გადაცემები მხრივ მეორეზეა დათო საჯაიას. პირველზეა ალექსანდრე კოშკაძე (სიონი), მესამეა თენგიზ ბრეგვაძე (სამგურალი).

XXV ტურის სამ საუკეთესო მარცხენა მცველს შორის დასახელდა დათო საჯაია. პირველზეა გიორგი ლაცაბიძე (ცხინვალი), მესამეა ირაკლი ჭანკვეტაძე (მეშახტე ტყიბული).

გასული ტურის სამ საუკეთესო მარცხენა ფლანგელს შორის მოხვდა კახა კახაბრიშვილი. პირველია სერგეი ტრეტიაკი (მერანი მარტვილი), მესამეა თორნიკე გაფრინდაშვილი (გაგრა).

საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველად დასახელდა ვიტ ჯორჯიას შემტევი პაატა ღუდუშაური. მეორე გახლავთ ირაკლი რუხაძე (მერანი მარტვილი), მესამეა ლაშა ლეჟავა (ცხინვალი).

ტურის სამ საუკეთესო ნახევარმცველს შორის ორი ვიტ ჯორჯიელია. პირველ ადგილზეა გურამ გურეშიძე, მესამეაზეა გიორგი ლომსაძე. მეორე პოზიცია დაიკავა თამაზ ლომსაძემ (ცხინვალი).


 
უკან დაბრუნება