ვიტ ჯორჯია VS რუსთავი – ურთიერთშეხვედრების ისტორია

15 სექტემბერი 2017
17 სექტემბერს ეროვნული ლიგა ორის XXVI ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. ჩვენი გუნდი რუსთავის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლებს. მოახლოებული შეხვედრის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯია და რუსთავი ერთმანეთს ოფიციალურად 4–ჯერ დაუპირისპირდნენ. 1 შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 2 საყაიმო ანგარიშით, 1 კი მეტოქის სასარგებლოდ. ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიელთა მხარესაა – 5:3.



უკან დაბრუნება