17 სექტემბერი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

16 სექტემბერი 2017
ხვალ, 17 სექტემბერს ჩვენი გუნდი მორიგ კალენდარულ შეხვედრას გამართავს. ვიტ ჯორჯია მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ რუსთავს უმასპინძლებს. მოახლოებული შეხვედრის წინ გადავხედოთ ჩვენი გუნდის ისტორიას.

17 სექტემბერს ვეტერინარებს ერთი ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული. 2006 წელს ვიტ ჯორჯიასა და თბილისის მერანის შეხვედრა საყაიმო ანგარიშით, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

2013 წლის 17 სექტემბერს ვიტ ჯორჯია დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე აჩაბეთის ლიახვს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქე გათამაშებიდან მოიხსნა, ხოლო ჩვენს გუნდს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა – 3:0 და მომდევნო ეტაპზე განაგრძო თამაში.

უკან დაბრუნება