რეგიონული ლიგა. მესხეთი 1:4 ვიტ ჯორჯია II

18 სექტემბერი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის XIV ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში ახალციხის მესხეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით – 4:1 დაამარცხეს.

თამაშის მეორე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით შორი დისტანციიდან ალექსი მაისურაძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის მეხუთე წუთზე მესხეთის კარის მიმართულებით გიორგი გვასალიამ არაზუსტად დაარტყა. მატჩის მეთორმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. სტანდარტიდან ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით მესხეთის კამერუნელმა ლეგიონერმა, რიჩარდ მოლიმ დაარტყა, ჩვენი გუნდის კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მეჩვიდმეტე წუთზე ჩვენი კარისკენ დავით თავაძემ არაზუტად დაარტყა. ანგარიში თამაშის 25–ე წუთზე გაიხსნა, ირაკლი ზარიძის გადაცემის შემდეგ ზურაბ მუსელიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი კარის ბადეში გაახვია – 1:0. ოთხ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. შეტევის ტალღამ მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შემოიწია, კარისკენ დავით დემეტრაძემ დაარტყა, მასპინძელთა კიპერმა ბურთი მოიგერია, თუმცა ვიტ ჯორჯიელ დიმიტრი ხუციანიძეს მიუვიდა, რომელმაც მყისვე ჩააბრუნა საჯარიმოში ბურთი, სადაც მარტოდ–მარტო მყოფი ზურაბ მუსელიანი ეგულებოდა, ამ უკანასკნელმა კი კვლავ ზუსტად დაარტყა და დუბლი შეასრულა – 2:0. მასპინძლებმა მატჩის 34–ე წუთზე კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოსკენ გაგზავნილი ბურთი ჩვენი გუნდის მცველებმა მოიგერიეს, გადმოვარდნილი ბურთი შეტევაში ჩართულ დავით თავაძეს მიუვიდა, რომელმაც კარისკენ დაარტყა, თუმცა ნიკა ქავთარაძე ბურთს ადგილზე დაუხვდა და ხელებში დაფიქსირებაც მოახერხა. შეხვედრის 40–ე წუთზე მესხეთის საჯარიმოში გიორგი გვასალია ბურთიანად შეიჭრა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მცველი გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია. სტანდარტიდან დიმიტრი ხუციანიძემ მოაწოდა, ბურთი მეკარის ბაქანთან მყოფ ზურაბ სეხნიაშვილს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა მოწინააღმდეგის კარს. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმიდან მიხეილ მიქელაძემ დაარტყა და ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 48–ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდეს. შორი მანძილიდან დანიშნული ჯარიმიდან გოლი გიორგი შეროზიამ გაიტანა – 3:0. მასპინძლებმა შეხვედრის 50–ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გოლი ობინამ გაიტანა – 3:1. მესხეთის კარის მიმართულებით მატჩის 54–ე წუთზე გიორგი გვასალიამ არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის 62–ე წუთზე ირაკლი ზარიძის გადაცემის შემდეგ ზვიად ნაჭყებიას გოლის გატანა მართებდა, თუმცა მისი დარტყმული სამიზნეს ასცდა. თამაშის 67–ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კარისკენ ზურაბ მუსელიანმა დაარტყა და მცირედით ააცილა კარს. დავით დემეტრაძის გადაცემის შემდეგ გოლის გატანა შეეძლო ზვიად ნაჭყებიას, თუმცა მის მიერ 75–ე წუთზე განხორციელებული დარტყმა უზუსტო გამოდგა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით ობინამ დაარტყა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის 84–ე წუთზე მესხეთის კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნული სტანდარტიდან კარისკენ დიმიტრი ხუციანიძემ დაარტყა, მან ბურთი მეკარისაგან დაუცველი კუთხისკენ გაგზავნა, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. მატჩის საფინალო ანგარიში 84–ე წუთზე დაფიქსირდა. მოწინააღმდეგის კარში გოლი დიმიტრი ხუციანიძემ გაიტანა – 4:1. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ჯარიმიდან მიხეილ მიქელაძემ დაარტყა –  ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

მესხეთი 1:4 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 0:1 მუსელიანი (25’) 0:2 მუსელიანი (29’) 0:3 შეროზია (48’) 1:3 ობინა (პენ. 50’) 1:4 ხუციანიძე (86’)
 
მესხეთი: ოთარ მაისურაძე, ბარძიმაძე, ჭავჭავაძე, სარალიძე, სუდაძე, მოლი, ობინა, მიქელაძე, თავაძე, გევორქიანი (ზამბახიძე 55'), ალექსი მაისურაძე (იგითხანიანი 75')
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, კამლაძე, დემეტრაძე (თაგვაშვილი 75'), შეროზია, ხუციანიძე, ზარიძე (მოგელაძე 89'), მუსელიანი, გვასალია (ნაჭყებია 60')
 
გაფრთხილება: ბარძიმაძე, ობინა – დემეტრაძე, კამლაძე
 
უკან დაბრუნება