გურია VS ვიტ ჯორჯია – ურთიერთშეხვედრების ისტორია

21 სექტემბერი 2017
22 სექტემბერს ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ კალენდარულ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი გასვლით მატჩში ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდება. მოახლოებული თამაშის წინ, გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.
 
დღემდე ვიტ ჯორჯია და გურია ერთმანეთს ოფიციალურად 16–ჯერ დაუპირისპირდნენ. ვეტერინარებმა მეტოქე 8 მატჩში დაამარცხეს, 3 თამაში ფრედ დასრულდა, 5 კი – მეტოქის სასარგებლოდ. ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიელთა სასარგებლოდ 27:14 არის.

უკან დაბრუნება