გურია VS ვიტ ჯორჯიას დავით სანოძე განსჯის

21 სექტემბერი 2017
ეროვნული ლიგა ორის XXVII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი ლანჩუთში ადგილობრივ გურიას დაუპირისპირდება, აღნიშნულ მატჩს დავით სანოძე განსჯის, რომელსაც ასისტენტობას თ. მაღლაკელიძე და ი. კაკაბაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ტ. რუხაია შეასრულებს.

ხვალინდელ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ლანჩხუთელთა რიგებიდან მაგლოირ ტელა გამოტოვებს, ვიტ ჯორჯიელები კი ამავე მიზეზით შოთა დავლაშელიძეს მოისაკლისებენ.
უკან დაბრუნება