ეროვნული ლიგა 2. XXVI ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯიელები საუკეთესოთა შორის

22 სექტემბერი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XXVI ტურის სტატისტიკური მონაცემები.

წარმატებული ტექნიკა–ტაქტიკური მოძრაობების მხრივ ვიტ ჯორჯია XXVI ტურის საუკეთესო გუნდი გახდა. მეორე პოზიციაზე გაგრა, მესამეზე კი მარტვილის მერანი.

XXVI ტურში ვიტ ჯორჯია ბურთის ფლობის კომპონენტში ლიდერი იყო – 60%, მეორე–მესამე ადგილს 56% იყოფენ ზუგდიდი და გაგრა.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯია პირველობს გადაცემები გახლავთ, მეორეა მარტვილის მერანი, მესამე კი ზუგდიდი.

მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდებების მხრივაც ვეტერინარები ლიდერები არიან. მეორეა გურია, მესამე რუსთავი.

ინდივიდუალურად ტექნიკა–ტაქტიკური მოძრაობების მხრივ პირველი ოთხეული ვიტ ჯორჯიელებით არის დაკომპლექტებული. ალეკო ჩაკვეტაძე, შალვა ექვთიმიშვილი, გურამ გურეშიძე და ბადრი ტეტუნაშვილი გასული ტურის გამორჩეულ მოთამაშეებად დასახელდნენ.

ზუსტად შესრულებული გადაცემების კომპონენტში პირველია ვიტ ჯორჯიას კაპიტანი, გურამ გურეშიძე, მესამე კი ალეკო ჩაკვეტაძეა.

გურამ გურეშიძემ XXVI ტურში თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 78 გადაცემა მიიღო, ამ კომპონენტში მესამეა კიდევ ერთი ვიტ ჯორჯიელი, დათო საჯაია – 64 მიღებული გადაცემით.

წყვილებს შორის გადაცემებში პირველ–მეორე ადგილს ვიტ ჯორჯიელები იკავებენ. პირველ ადგილზეა გურამ გურეშიძისა და დათო საჯაიას დუეტი – 38 გადაცემა, მეორეზე კი შალვა ექვთიმიშვილისა და გურემ გურეშიძის წყვილია – 30 გადაცემით.
 
 
უკან დაბრუნება