სამგურალი VS ვიტ ჯორჯია – ურთიერთშეხვედრების ისტორია

26 სექტემბერი 2017
21 სექტემბერს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე, ეროვნული ლიგა ორის XXVIII ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ სამგურალს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯია და სამგურალი ერთმანეთს 15 ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ვეტერინარები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ, წყალტუბოელთა წინააღმდეგ ჩვენ გუნდს 10 გამარჯვება აქვს, 4 შემთხვევაში მეტოქემ მოიგო, 1 თამაში კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიას სასარგებლოდ - 26:15 არის.


 
უკან დაბრუნება