ვიტ ჯორჯია – ზუგდიდი ტრაგიკული შემთხვევის გამო არ შედგა!

01 ოქტომბერი 2017
ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა უბედური შემთხვევის გამო აღნიშნული შეხვედრა არ დაწყებულა. თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეხვედრის დაწყება–არდაწყების საკითხი მატჩის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ადგილზე – მცხეთა პარკზე უნდა გადაეწყვიტათ, როდესაც ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ცნობა ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. კლუბის თითოეული წარმომადგენელი თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს, თანაგუნდელებსა და ახლობელ ადამიანებს.
უკან დაბრუნება