U19 ლიგა. ვიტ ჯორჯია 2:0 სიონი

04 ოქტომბერი 2017
საქართველოს 19–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და მეტოქე მშრალი ანგარიშით – 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის საწყისი წუთები მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. პერიოდულად ვიტ ჯორჯიელები მეტოქეს მწვავედ უტევდნენ, თუმცა დამასრულებელ ფაზაში კარში დარტყმას ვერ ახერხებდნენ. შეხვედრის 27–ე წუთზე ბოლნისის სიონის მეკარესთან პირისპირ გოგა ხულორდავა გავიდა, რომელსაც გოლის გატანა მართებდა, თუმცა მან გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა იერიშის მოგერიება მოახერხეს. თამაშის 31–ე წუთზე სიონის კარის მიმართულებით შორი მანძილიდან დათო მოგელაძემ დაარტყა და სტუმართა კიპერმა ბურთი მხოლოდ განმეორებითი მცდელობის შედეგად დაიმორჩილა. ჩვენი კარის მიმართულებით დაპირისპირების 35–ე წუთზე საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. სტანდარტიდან შოთა გიორბელიძემ დაარტყა და ააცილა.

თამაშის 47–ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით აკაკი ყურაშვილმა დაარტყა, ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან მეკარე მამია ტაბეშაძემ იხსნა, რომელმაც ნახტომში მოახერხა ბურთის მოგერიება. შეხვედრის 65–ე წუთზე დათო მოგელაძემ კვლავ შორი დისტანციიდან დაარტყა სიონის კარის მიმართულებით, ბოლნისელთა კიპერს ამჯერადაც ორი მცდელობა დასჭირდა ბურთის დასამორჩილებლად. დაპირისპირების 70–ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს, ლევან პავლიაშვილის წამოწყებული შეტევა ლევან მეტრეველმა განაგრძო, საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და სტუმართა მცველმა, გივი ხეცურიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:0. ჩვენი კარის მიმართულებით 73–ე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან კარისკენ აკაკი ყურაშვილმა დაარტყა, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ვიტ ჯორჯიელს მოხვდა და კარისკენ წავიდა, ჩვენი გუნდის კიპერმა, მამია ტაბეშაძემ საოცარი რეაქცია გამოავლინა, მან ნახტომში ურთულესი დარტყმულის მოგერიება მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ანგარიშის გათანაბრებას კვლავ აკაკი ყურაშვილი შეეცადა და მისი დარტყმული ამჯერადაც მამია ტაბეშაძემ მოიგერია. დაპირისპირების 76–ე წუთზე ვეტერინარებმა გოლის გატანის ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს. ლევან მეტრეველის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის კარის აღებას ჯერ გიორგი ბუზარიაშვილი შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთიც ძელმა მოიგერია, დამატებაზე კი ზურაბ მუსელიანს, თუმცა მას მცველმა შეუშალა ხელი და ეპიზოდი საბოლოოდ კუთხურით დასრულდა. საფინალო რეზულტატი თამაშის 81–ე წუთზე დაფიქსირდა. მამია ტაბეშაძემ ბურთი ზურაბ მუსელიანს გადააწოდა, რომელმაც თანაგუნდელ გიორგი ბუზარიაშვილს შეტევაში გაატანა, ამ უკანასკნელის გადაცემით კი გოლი ლევან მეტრეველმა გაიტანა – 2:0.
 
U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:0 სიონი
გოლები:
1:0 ხეცურიანი (ავტოგოლი 70’) 2:0 მეტრეველი (81’)

ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, ცეცხლაძე, ამაშუკელი, წოწერია, მაზანაშვილი (დაკარგულია 89'), მოგელაძე, ბერძნიშვილი, მეტრეველი, ნაჭყებია (პავლიაშვილი 59'), მუსელიანი, ხულორდავა (ბუზარიაშვილი 66')
 
სიონი: გამისონია, ერქვანიძე (აშორდია 89'), ხეცურიანი, მარტიაშვილი, ხვადაგიანი, ყურაშვილი, გიორბელიძე, აქირთავა, მემანიშვილი, აწყურელი, ბარაბაძე (გვარაძე 46') (ნამგალაძე (72')
 
გაფრთხილება: ნაჭყებია, მაზანაშვილი – ხეცურიანი, აწყურელი, ყურაშვილი
 
უკან დაბრუნება