ირაკლი ზარიძემ საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებში მორიგი შეხვედრა ჩაატარა

08 ოქტომბერი 2017
საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფინეთის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ირაკლი ზარიძემ, რომელმაც თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 60 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ ფინელთა კარში გატანილ მეორე გოლში ვიტ ჯორჯიელთა შემტევმა აქტიური მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები ფინელებთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 10 ოქტომბერს გამართავენ.
 
უკან დაბრუნება