გაგრა VS ვიტ ჯორჯია – ურთიერთშეხვედრების ისტორია

11 ოქტომბერი 2017

ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასას ბუნებრივსაფარიან მოედანზე ეროვნული ლიგა ორის XXX ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

დღემდე ვიტ ჯორჯია და გაგრა ერთმანეთს 22 ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა მეტოქის დამარცხება 13 შემთხვევაში მოახერხა. 4 თამაში საყაიმო რეზულტატით დასრულდა. მოწინააღმდეგის სასარგებლო ანგარიში კი  5 თამაშში დაფიქსირდა. ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიელთა მხარეს  – 42:28 არის.
 
მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი გაგრას მეოთხედ დაუპირისპირდება. უკანასკნელი თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. მცხეთა პარკზე გაგრელთა კარში გოლები ბადრი ტეტუნაშვილმა, პაატა ღუდუშაურმა და ზურაბ ღირდალაძემ გაიტანეს.


 
 
 

უკან დაბრუნება